გაფიცვა გრძელდება "წყალი მარგებელშიც" - ნაბეღლავის მძღოლები და დისტრიბუტორები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობას არ აპირებენ. მოთხოვნები აქაც "ბორჯომის" ქარხნის გაფიცულ თანამშრომელთა საჭიროებების იდენტურია - გაიზარდოს ხელფასი და გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები.
რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და უკმაყოფილო თანამშრომლებს შორის შეხვედრა დაიწყო.
ცნობისთვის, ეს არის სტრუქტურ "მარგებელი" ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაში შედის "წყალი მარგებელიც" და კომპანია "ენგადიც". ამ შემთხვევაში საუბარია "ენგადის" სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლებზე და ისინი პირველ რიგში, სწორედ მათი ხელმძღვანელი პირებისგან და უშუალოდ დამსაქმებლებისგან ელოდებიან იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც ეხება ფიქსირებული ხელფასის მინიმუმ 1 000 ლარამდე გაზრდას, დამატებით ბონუსებს და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
ისინი "კურიერთან" საუბარისას ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ერთ ადამიანს უწევს 3 ადამიანისთვის განკუთვნილი შრომის საკუთარ თავზე აღება. გარდა ამისა არსებობს პრობლემები ტექნიკასთან, ინვენტართან მიმართებაში და ამ სამუშაო რეჟიმთან ვადებთან დაკავშირებით.