ყაზახეთიდან ჩამოსული გამომძიებლებისა და ასელ აიპტაევას გარდაცვალებაში ბრალდებული ბესიკ თორდუას შეხვედრა ციხეში უკვე დასრულდა. კომუნიკაცია მათ შორის, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბრალდებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ გამომძიებლებს ბესიკ თორდუასთან არაერთი კითხვა ჰქონდათ, მათ შორის, ტრეფიკინგის საქმეზე.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტრეფიკინგის საქმეზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
ყაზახი კანონმდებლები კი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ყაზახური კანონმდებლობით, საგამოძიებო თემებზე მედიასთან საუბარი აკრძალული აქვთ.
ყაზახი გამომძიებლები საქართველოში უკვე მეორე დღეა იმყოფებიან. ისინი ასელ აიპტაევას საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ. მათ საქმის მასალები და მტკიცებულებები უკვე გადაეცათ. ამასთან, როგორც ირკვევა, მათ აინტერესებთ ტრეფიკინგის საქმეზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობა.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ასელ აიპტაევას საქმეზე გამოძიებას ყაზახეთი აწარმოებს.
26 წლის გოგო, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპტაევა საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.