წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, სავარაუდოდ, ისინი სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან.
"შემოყვანილია ოთხი ახალგაზრდა. ერთს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, მეორეს წელის მეხუთე მალის მოტეხილობა, მესამეს სხივის ძვლის მოტეხილობა. ოთხივესთან ვლინდება მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ექსკორიაციები," - აღნიშნა კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.
ამ ეტაპზე პაციენტებს კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.