იტალიაში ქართული ტაძარი ვანდალურად დაარბიეს. რომის ქართული სამრევლოდან "კურიერს" მიაწოდეს კადრები, სადაც ნათლად ჩანს განადგურებული ხატები, ფრესკები და სხვა სიწმინდეები.
რომის ქართული ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე ხელაია ვარაუდობს, რომ ვანდალები ტაძარში ძვირფას ნივთებს და შესაწირ თანხას ეძებდნენ, თუმცა ადგილზე არც ფული აღმოჩნდა და არც ძვირფასეულობა. ამის შემდეგ მძარცველებმა ტაძარი დაარბიეს, ზიარებისთვის განკუთვნილი ღვინო ხატებს და კედლებს შეასხეს.
რომის კრიმინალური პოლიცია ამ წუთებშიც არკვევს, ვინ დგას ქართულ ტაძარზე ვანდალური თავდასხმის უკან.