19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
საბერძნეთში დაკავებული მძარცველების ახლობლებს "კურიერი" ესაუბრა - ოჯახის წევრები მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ 

საბერძნეთში ქურდობისთვის დაკავებულები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თელავიდან არის. ოჯახის წევრებს მომხდარზე დეტალური ინფორმაცია არ ქვთ.

ოფიციალური წყაროებით კი დგინდება, რომ საბერძნეთში პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა.

მათ ქურდობის 18 ფაქტს და 190 ათას ევროზე მეტი ღირებულების ნივთებს ედავებიან. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დამნაშავეები ჯგუფურად მოქმედებდნენ და თითოეულ წევრს განსაზღვრული როლი ჰქონდა.

საბერძნეთის სამართალდამცველმა უწყებამ უკვე გაავრცელა  ოფიციალური განცხადება, სადაც ნაჩვენებია მძარცველების ფოტოები და ასევე ნაქურდალი ნივთები.

"კურიერი" დაკავებულების ოჯახის ნაწილს ესაუბრა, მათი თქმით, შვილები არ დაკავშირებიან.

დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ  მათი საქმიანობის შესახებ არ იცოდნენ. 

ორგანიზებული დაჯგუფების შესახებ გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულების საქმიანობას კიდევ რამდენიმე ძარცვის საქმე დაემატოს.

დღის ამბები