უკრაინის პოლიციამ ე.წ. ქურდული საერთოსთვის განკუთვნილი 3 მილიონ 200 ათასი დოლარი ამოიღო.
უკრაინული გამოძიების ცნობვით, აღნიშნულ თანხას, ერთი ადგილობრივი და ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ განკარგავდნენ.
თანხის ამოღება იმ სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა, რა დროსაც კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ჯაჭვლიანი, მეტსახელად „ლაშა სვანი“ დააკავეს.
სხვადასხვა ვალუტაში დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად ასევე ამოღებულია ძვირადღირებული მანქანები, ცეცხლსასროლი იარაღები და სამკაულები.