19 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ვაქცინაციისთვის კაბინეტების საჭირო რაოდენობა დათვლილია პოპულაციის რაოდენობიდან გამომდინარე - ეკატერინე ტიკარაძე

Sinovac-ის ვაქცინაზე რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში თბილისში ადგილები აღარ არის - დაემატება თუ არა დამატებითი კაბინეტები თბილისში?

"დღის კურიერში" სტუმრობისას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავარი მიზანია იმუნიზაციის პროცესი იყოს აქტიური მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა ერთ ლოკაციაზე.

ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპისთვის კაბინეტები არის დასამატებელი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში აქტივობა უნდა იყოს.

შესაბამისად, ჩვენ მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე გვქონდეს მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის პროცესის დადებითად წარმართვისთვის, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა იმ არსებული ჯგუფით, რომელიც მუშაობს ვაქცინაციის პროცესზე და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ გაფართოებული საბჭო, რომელსაც ესწრებიან ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და რომლის რეკომენდაციებსაც ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტრო.

მათი რეკომენდაციებით ჩვენ მივყვებით იმ დასახულ გეგმას, რომელიც გაგვაჩნია და შესაბამისად არის დათვლილი პოპულაციის რაოდენობიდან გამომდინარე კაბინეტების საჭირო რაოდენობა და მათი გადანაწილება ხდება ამ დადგენილ პრინციპზე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები