გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზის მიღება - ჯანდაცვის მინისტრი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ რევაქცინაციის პროცესი შემდეგ წლებშიც იქნება საჭირო და ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანა ფართომასშტაბიანი სამეცნიერო და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით იხელმძღვანელებს.
"მე დავესესხები ჩემს კოლეგებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ვაქცინა არის ვაქცინა და აქედან გამომდინარე, ჩვენ, ექსპერტები, უმეტეს შემთხვევაში არ ვაზუსტებთ, რომელი არის ჩინური ან რომელი არის სხვა.
"ფაიზერთან" მიმართებაშიც იყო არაერთი მოსაზრება, რომ მისი მესამე დოზით ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი იმუნიტეტის მეტი მდგრადობისთვის. ასევე ჩვენ ვიცით, რომ რევაქცინაციის პროცესი შემდეგ წლებშიც იქნება საჭირო. ჩინურ ვაქცინასთან მიმართებაშიც არის სხვადასხვა მოსაზრებები და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვიხელმძღვანელებთ იმ ფართომასშტაბიანი სამეცნიერო გამოცდილებით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე უკვე არის შეძენილი და ამის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს და შესაბამისს ზომებს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.