19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია გრძელდება - ამ ეტაპზე რეგისტრირებულთა რაოდენობა 3 000-ს შეადგენს

გრძელდება ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა იმუნიზაცია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია აცრის მსურველი 3 000 დასაქმებული.

ტურისტული კომპანიების, განთავსების და კვების ობიექტების წარმომადგენლები, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ეტაპობრივად აიცრებიან.

"გრძელდება ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების როგორც პრიორიტეტული ჯგუფის ვაქცინაციის პროცესი, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას.

ამასთან სასიხარულოა კერძო სექტორის მაღალი აქტივობა და აღნიშნული ეტაპისთვის უკვე თავისი ნება დააფიქსირა და დარეგისტრირდა 3 000 ადამიანი," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ყორიაულმა.

 

დღის ამბები