19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
მეხუთე დღეა "ბორჯომის" ქარხანა აღარ მუშაობს - 350 თანამშრომელი ხელფასების მატებას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვს

რამდენიმე დღეა "ბორჯომის" ქარხანა აღარ მუშაობს. დღეს პროტესტის მეხუთე დღეა. გაშლილია კარვები, 350 თანამშრომელი  ხელფასების მატებას და პირობების გაუმჯობესებას ისევ უშედეგოდ ითხოვს. გაფიცული თანამშრომლები მედიატორს შეხვდნენ, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

აქციის მონაწილეების თქმით, მედიატორთან შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა.

"მედიატორის ჩამოსვლა ჩვენ მივიჩნევთ, რომ იყო აბსოლუტურად არაუფლებამოსილი და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება იმისა, რომ მას შევხვდეთ და მოვუსმინოთ. 21 დღის განმავლობაში, სამედიაციო პროცესი როცა იყო, მას ჰქონდა ვალდებულება თავიდან ფეხებამდე ჩაფლულიყო და თუნდაც ყოველდღიურად დაეცვა უფლებები, თუმცა მხოლოდ 2-ჯერ ჩაერთო. ჩამოვიდა გაფიცვიდან მეხუთე დღეს," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეკატერინე ნინიაშვილი.

რაც შეეხება მედიატორს, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

დღის ამბები