აქცია განათლების სამინისტროსთან - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე მე-3 დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ. სტუდენტები რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, რამდენჯერმე ნასამართლევი პირი უნივერსიტეტის რექტორი არ უნდა იყოს.
აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაცია "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა" შეუერთდნენ.
ამ დრომდე რექტორი ან სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს არ გამოხმაურებიან.