ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს მოროგ მასშტაბურ აქციას აანონსებენ. პროტესტის 209-ე დღეს ჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები ქუთაისიდან ორგანიზებულად გაემგზავრნენ.
მათი თქმით, ამ დრომდე მათი არცერთი მოთხოვნა შესრულებული არაა, ამიტომ თბილისში დარჩებიან, ვიდრე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება არ შეწყდება და სამუშაოები არ შეჩერდება.
აქცია დედაქალაქში დღეს 14 საათზე გაიმართება.