19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები კარვების გაშლას აანონსებენ

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ცოტა ხანში ტერიტორიაზე კარვების გაშლა დაიწყება და შეკრებილები რუსპუბლიკის მოედანზე მინიმუმ, ხვალ დღის 12 საათამდე დარჩებიან.

აქციის ორგანიზატორები მედიასთან არ კონტაქტობენ და განცხადებებს მხოლოდ სცენიდან აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა დედაქალაქის პარალიზება დააანონსა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

დღის ამბები