18 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა აშშ-ში - 14 წლის ბიჭმა მოცეკვავე გოგონა მოკლა

14 წლის ბიჭი, რომელიც ბრალდებულია 13 წლის მოცეკვავე გოგოს, ტრისტინ ბეილის მკვლელობაში, კვირა საღამოს, ფლორიდაში დააკავეს. ვიდრე გოგონას გვამს სამართალდამცველები იპოვიდნენ, არასრულწლოვანმა ბიჭმა Snapchat-ზე  პოლიციის მანქანასთან გადაღებული სელფი გააზიარა, წარწერით - " ჰეი, ვინმეს ტრისტინი ხომ არ გინახავთ ამ ბოლოს?"

ტრისტინის ძებნა კვირას, დღის პირველ ნახევარში დაიწყეს, მისი პოვნა იმავე დღეს, ტყეში შეძლეს. გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, მას პირველადი დათვალიერებით გაუპატიურების ნიშნები არ აღენიშნება.

"ამჟამად, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით, ჩვენთვის დეტალები ჯერ არაა ცნობილი და ასევე, გაცნობებთ, რომ საქმე საკმაოდ ხანგრძლივ გამოძიებას მოითხოვს. ბრალდებული გადაყვანილია წინასწარი პატიმრობის იზოლატორში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა. ამჟამად, მეტი ინფორმაცია არაა ჩემთვის ცნობილი" - აცხადებს ქალაქის შერიფი.

ჯერ დაუზუსტებელია, როგორ გაასამართლებენ 14 წლის ბრალდებულს, როგორც არასრულწლოვანს, თუ ზრდასრულს, პოლიცია დაკავებულის ზუსტ ვინაობას არ ამჟღავნებს.

 

ავტორი : ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები