რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ილია ძოწენიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციას აფინანსებს. ის დღეს რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა.
ბიზნესმენის თქმით, აქციაზე იმყოფება, როგორც რიონის ხეობის მკვიდრი.
"მე, როგორც რიონის მკვიდრი, გვერდით ვუდგავარ ვარლამ გოლეთიანს. არაფერი დახმარება ჩემგან არ ყოფილა. მე ვარ ამ ხეობის მცხოვრები. რატომ უნდა დავიმალო, ან ვის უნდა დავემალო?!
მე ვიყავი ვარლამ გოლეთიანთან და ვუთხარი, გინდა თუ არა ჩემი დახმარება, გოლეთიანმა მითხრა, არავითარი დახმარება მე არ მჭირდებაო. მე არ მჭირდება ბევრი ხალხი და არც მაინტერესებსო. დახმარება შევთავაზე გვერდში დაგიდგები ხოლმე მეთქი. ფინანსური დახმარება არ შემითავაზებია," - განაცხადა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ილია ძოწენიძემ.