საპატრიარქოს გუნდის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე, ლოტბარი სვიმონ ჯანგულაშვილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირები ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ უნდა იდგნენ.
"მე სწორად არ მიმაჩნია, სასულიერო პირებმა გადაწყვიტონ ის საკითხი, რაც დარგის სპეციალისტების და ფართო საზოგადოების გადასაწყვეტია. მე რასაც ვუყურებ, საპატრიარქომ ასეთი პოზიცია დაიჭირა, რომ მთავარია მშვიდობა, საზოგადოებრივი კონსენსუსი და ქვეყნის ინტერესები,"-განაცხადა "დღის კურიერში" სვიმონ ჯანგულაშვილმა.