19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
შეუქმნის თუ არა საფრთხეს ხეობას ნამახვანჰესი სეისმური აქტივობის შემთხვევაში - "ენკას" დირექტორის განმარტება

შეუქმნის თუ არა საფრთხეს ხეობას ნამახვანჰესი სეისმური აქტივობის შემთხვევაში - "ენკას" დირექტორი, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ კომპანიას ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზე აქვს პრეტენზია და ფორსმაჟორულ სიტუაციებთან გასამკლავებლად მზად არიან. 

"ჩვენ გახლავართ ის კომპანია და კონსორციუმი, რომელიც ემსახურება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სხვადასხვა ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთი იქნება, აზია თუ ევროპა, სხვადასხვა სამშენებლო დაკვეთებს უსრულებს და ხარისხი არის უპირველესი ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ ხარისხი, არამედ ხარისხის კონტროლი.

ეს უპირველესია, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მასშტაბურ პროექტთან, ცხადია ამ შემთხვევაში მშენებლობის ხარისხის, ამ პროცესის კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ჩვენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც გააკონტროლებენ, რომ მშენებლობის პროცესი იქნება ზედმიწევნით იმ პროექტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ეს მშენებლობა. ეს დოკუმენტაციები გადაცემულია ქართველი სპეციალისტებისთვის, ამას წინათ იყო ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ დაადასტურა, რომ ის ქართველი სპეციალისტები ეცნობიან ამ დოკუმენტაციას," - აცხადებს კომპანია "ენკას" დირექტორი "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები