19 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისაკენ მიემართებიან

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. მანამდე მათ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

პოლიცია ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი​ს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები მსვლელობას გააგრძელებენ და თავისუფლების მოედნისაკენ გაემართებიან. მანამდე ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ლოკაცია, სადაც ისინი გაჩერდებოდნენ, იყო იუსტიციის სახლი, სადაც მიიტანეს ხმის გამაძლიერებლები, თუმცა მათ იქ შესაბამისმა სამსახურებმა ამის საშუალება არ მისცეს.

"მოლოდინი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანდება, სადაც ერთობაა, იქ ყველა პრობლემა გადაწყდება,"- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

დღის ამბები