საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებენ.
ბელარუსიის საელჩოსთან შეკრებილები მის გათავისუფლებას და სამართლის აღდგენას ითხოვენ.
აქციას შეუერთდა ლიეტუვას ელჩი ანდრიუს კალინდრაც.
შეგახსენებთ, რომ "რაინეარის" თვითმფრინავმა, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა - ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბორტზე დისიდენტი ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომლის დაპატიმრებაც სურდათ.
შედეგად ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.