19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ცრუ განგაშის გამო მინსკში დასმული თვითმფრინავი და დაკავებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი - ბელარუსში მომხდარი ფაქტი "სახელმწიფო მეკობრეობად" შეფასდა

ბელარუსში ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობების მოწყობაში ადანაშაულებს.

"სახელმწიფო მეკობრეობა" - ასე შეფასდა გუშინ ბელარუსში მომხდარი უპრეცედენტო ფაქტი, რომლის შედეგადაც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ოპოზიციონერი ჟურნალისტი ფაქტობრივად ჰაერიდან მოხსნა.

უმსხვილესი ირლანდიური ავიაკომპანიის "რაინ ეარის" რეისი ათენი - ვილნიუსი გუშინ მინსკში მოტყუებით დასვეს.

თვითმფრინავს მარშრუტი ბომბის ცრუ შეტყობინების საბაბით ლიეტუვას საზღვრის გადაკვეთამდე 2 წუთით ადრე შეუცვალეს.

საგულისხმოა, რომ ამ დროს ჰაერში იყო მოერიშე თვითმფრინავი "მიგ-29," რაც
ზრდის ეჭვს, რომ სამგზავრო თვითმფრინავის მისამართით იყო მუქარაც. ყველა ელოდება, რა რეალურ ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი განცხადებების შემდეგ.

პირველი, ვინც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენა შეაჩერა "ეარ ბალტიკია". ცოტა ხნის წინ იგივე აკრძალვა დააწესეს ბრიტანეთმა, შვედეთმა და უკრაინამაც.

დაკავებულ ჟურნალისტს ბელარუსის ხელისუფლება სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერასა და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები