03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ეთერ კაკულიას ხვალ 30 ივნისს დაკრძალავენ

ეთერ კაკულია დღეს საკუთარი სახლიდან, ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქიც. ილია მეორემ პანაშვიდი გადაიხადა.

მომღერალს ხვალ, ვაკის სასაფლაოზე დროებით დაკრძალავენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მოგვიანებით, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში გადაასვენებენ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები