13 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
კიბოთი დაავადებულმა 30 წლის ქალმა ბოლო სურვილი აისრულა - საოცნებო ცერემონიის მოწყობაში მას ახლობლები დაეხმარნენ

კიბოთი დაავადებულმა 30 წლის შოტლანდიელმა ქალმა ბოლო სურვილი აისრულა, გათხოვდა და სასურველი სქორწინო წვეულებაც მოაწყო.

შოტლანდიის ქალაქ კოტრბრიჯში მცხოვრებ ქალს ბოლო სურვილის ასრულებაში მეგიობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეხმარა.

ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.

30 წლის ნატალი სანდერსმა (Natalie Sanders) ყვება, რომ 2019 წლის ოქტომბრის თვეში მას ძუძუს კიბო დაუდგინეს. კომპლექსური მკურნალობის შემდეგ 2020 წლის მაისში, ექიმებმა  პაციენტი დაარწმუნეს, რომ ის განიკურნა. თუმცა, ერთ თვეში ქალმა მკერდის მარჯვენა მხარეს ტკივილი და სითხის დაგროვება იგრძნო და მედიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ შეიტყო, რომ კიბო გავრცელდა.

სექტემბრის თვეში ნატალის განუცხადეს, რომ კიბოს დაავადებამ ბოლო სტადიამდე მიაღწია და მას წელიწადზე ნაკლები სიცოცხლე  დარჩა.

შოტლანდიელი ქალი ოცნებობდა საყვარელ მამაკაცზე, იდრის მოჰამედზე (Idrees Mohammad) დაქორწინებულიყო და ქორწილს, მისი 3 წლის ვაჟი ზიკი (Zeke) დასწრებოდა. ქალს ეშინოდა, რომ მისი ოცნება ვერ ასრულდებოდა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Wedding Wish Makers-ის მეშვეობით, ასევე ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით ნატალის სურვილი ასრულდა. ქორწილი შოტლანდიურ სასახლეში იზეიმეს. ცერემონიალს 50 სტუმარი დაესწრო.

"ეს იყო საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში შვილის დაბადების დღის შემდეგ. ზიკი მთელი ჩვენი სამყაროა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვსურდა ასე ძლიერ დაქორწინება, რათა მას ამ განსაკუთრებული დღის მოგონება სამუდამოდ დარჩენოდა," - განაცხადა ნატალი სანდერსმა.

დღის ამბები