19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
თავად გვიბიძგა თურნავამ, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით და ახლა დიალოგზე გვეპატიჟება - მაკა სულაძე

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედანზე რჩებიან. 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. 

მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტი მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნათია თურნავამ აქტივისტებს ქუჩაში გასვლისკენ თავად უბიძგა.

"ღიმილს ვერ ვიკავებ, თურნავასგან ცოტა არასერიოზული ხომ არ არის დიალოგის ასეთ რეჟიმში შემოთავაზება? თავად გვიბიძგა, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით და ახლა დიალოგზე გვეპატიჟება?,"- აღნიშნა სულაძემ.

 

დღის ამბები