19 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკითხზე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკითხზე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

კულტურის სამინისტროში ხელოვნებათმცოდნეები, რესტავრატორები, სასულიერო პირები და უწყების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

განხილვის ერთ-ერთი თემა გელათის ღვთისმშობლის შობის და წმინდა გიორგის ტაძრების კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში იყო, რომლის მიხედვითაც ტაძარში მაღალი ტენიანობა შენარჩუნებულია.

ივნისში იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა, ჩაატაროს ნალესობისა და ფერწერის ფენის კვლევა.

დღის ამბები