19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
დარწმუნებულები ვართ დარგის სპეციალისტები, რომ ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - გიორგი აბრამიშვილი​

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობის გამო არანაირი რისკი და საფრთხე არ არსებობს.

გიორგი აბრამიშვილის თქმით, ტექნოლოგიურად არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც რაღაც ნაგებობის ჩადგმა არ შეიძლება. 

"ინფორმაციის მთავარი გამრუდება სად ხდება - ტექნოლოგიურად არ არსებობს, თუნდაც გეოლოგიაში ისეთი ადგილი, სადაც არ შეიძლებოდეს რაღაც ნაგებობის ჩადგმა. აქ უბრალოდ საუბარია რა სამშენებლო მასალები, რამდენი ბეტონი, რამდენი არმატურა უნდა ვიხმაროთ და საძირკველში რამდენზე უნდა ჩავიდეთ ა.შ. ის, რომ საერთოდ არ შეიძლება აშენდეს, ეს არის სრული აბსურდი.

ისლანდიაში აშენებენ ვულკანებზე და იაპონიაში ბევრად უფრო სეისმურ ზონაში უამრავი ჰესია აშენებული. მსოფლიო ვარსკვლავები მოიწვია კიდევ ერთხელ კომპანიამ, ამხელა საზოგადოებრივ ინტერესების გამო გეოლოგიაში და სეისმოლოგიაში მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოები ვინც იყვნენ, ისინი არიან მოპატიჟებული და მუშაობენ.  

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, დარგის სპეციალისტები, თვითონ კომპანია და ა.შ. რომ ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, აუცილებელია, საჭიროა და უნდა განხორციელდეს. ამის დასაბუთებაში ჩვენ მზად ვართ, ღიაა ჩვენი კარები, რომ ამაზე ვისაუბროთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, მაგრამ იქიდან არ მოდის არავინ, ვინც დაგვიჯდება და ვისაუბრეთ ამაზე,“ - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა. 

დღის ამბები