19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ამ პროცესების უკან ვხედავ ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს, რომელიც ჰიბრიდულ, დეზინფორმაციულ ომს აწარმოებს - გიორგი აბრამიშვილი ნამახვანჰესის შესახებ

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესებისა და პროტესტის მიღმა, რუსეთის ინტერესებს ხედავს. 

"ახლახანს იყო ვასაძის პრესკონფერენცია, სადაც იძახის, რომ მე მთლიანად ვემხრობი და მხარაჭერას ვუცხადებ ამ პროტესტს და ჩავატაროთ რეფერენდუმიო. ანუ რაზე უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი იცით, ნამახვანი უნდა აშენდეს თუ არა და "ენკამ" უნდა ააშენოს თუა არა? 

მე რომ მკითხო, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ელექტრო ენერგია გვინდა თუ არა, ჭრაქის შუქზე უნდა ვიყოთ თუ არა და  რუსეთზე დამოკიდებულები უნდა ვიყოთ თუ დამოუკიდებლები. 

ამ პროცესების უკან ვხედავ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს, რომელიც ჰიბრიდულ, დეზინფორმაციულ ომს აწარმოებს ჩვენ ქვეყანაში, რომ ჩვენ მათ ენერგორესურსებზე ვიყოთ დამოკიდებული,"- განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი აბრამიშვილმა. 

დღის ამბები