17 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ფილარმონიისკენ დაიძრნენ - ისინი გზის გადაკეტვას გეგმავენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ფილარმონიისკენ დაიძრნენ. პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისში აქციები უკვე მესამე დღეა  მიმდინარეობს. აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

დღის ამბები