19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ხმაური საჩხერეში - კლუბ ”ჩიხურიდან” 14 ფეხბურთელის გათავისუფლებას დაპირისპირება მოჰყვა  

საჩხერის ”ჩიხურიდან” 14 ფეხბურთელი გაუშვეს. დღეს ადგილზე ხმაური იყო, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბიდან განთავისუფლებული სპორტსმენები სტადიონზე არ შეუშვეს. საკადრო გადაწყვეტილებას საჩხერის "ჩიხურას" ხელმძღვანელობა ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. "ჩიხურა", ამიერიდან, აქცენტს დაბალბიუჯეტიან ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს.

გათავისუფლებული ფეხბურთელები ამბობენ, რომ კლუბმა ხელშეკრულება დაარღვია. 

"ბაზაზე შესვლის პროცესში შეგვექმნა პრობლემა, რის შედეგადაც გავიგეთ, რომ თურმე ხელშეკრულებებია შეწყვეტილი, პოლიციის თანამშრომლებმა აუხსნეს ჩემს კაპიტანს და ერთ-ერთ მოთამაშეს, რომ თქვენ გაქვთ ხელშეკრულება შეწყვეტილიო. უფროსობას ჰქონდა უკვე სხვადასხვა სტრუქტურებში ჩადებული თავისი აზრი და ინფორმაცია ჩაწვეთებული, რომ 14 ფეხბურთელს ვიშორებთ არა ფინანსური კრიზისის გამო, არამედ ვიშორებთ იმიტომ, რომ თამაშებს აკეთებენ, იმიტომ რომ ჩაწყობილ თამაშებში და გარიგებულ თამაშებში არიან შემჩნეულები. ამავდროულად, ჩვენთან მიდის მოლაპარაკება და მიდის შეთანხმებები თანხებზე და მიდის შეთანხმებები, გვინდა დავრჩეთ კლუბში თუ არა. ეს მარაზმია. ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს საჩხერეში ხდებოდა და ხდება დღემდე და ვისაც ეხება ეს საქმე, მოვიდეს და გამოიძიოს, რა ხდება, რა სიბინძურეა საჩხერეში,“ - აცხადებს  საჩხერის ”ჩიხურას” ფეხბურთელი, გიორგი ღვინაშვილი.  

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები