19 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ვარლამ გოლეთიანმა ორჯერ თქვა ტყუილი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესის აქციის მთავარი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ტყუილში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ამ მასშტაბის აქციის დაფინანსება წვრილმანი შემოწირულობებით შეუძლებელია და ამ ყველაფრის უკან სერიოზული კომერციული და პოლიტიკური ინტერესები დგას. 

"ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს. თბილისის პარალიზება იყო აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი, რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში.

აქციის მთავარი ორგანიზატორის მხრიდან ორჯერ ითქვა ტყუილი - ერთხელ ითქვა, რომ თითქოს წვრილმანი თანხებით აგროვებენ ისინი დღეში ათეულობით ათას ლარს, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსურდია, შეუძლებელია, რომ ასეთი რესურსი იყოს მობილიზებული წვრილმანი შემოწირულობებით. ემიგრანტების გადმორიცხვა, მერე დაკორექტირდა ეს მესიჯი, ეს იყო მეორე ტყუილი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. როდესაც დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ნიშნავს, რომ ამ ყველაფრის უკან არის სერიოზული ინტერესები როგორც კომერციული, ისე პოლიტიკური. თუმცა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისში აქციები უკვე მესამე დღეა  მიმდინარეობს. აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

დღის ამბები