საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 103 წელი გავიდა. საუკუნის წინ, 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომლის ორიგინალი დღეს ეროვნულ არქივში გამოიფინა. ეროვნულ მუზეუმს კი გენერალ კვინიტაძის შვილიშვილებმა ეროვნული გმირის პირადი ნივთები გადასცეს.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ხელნაწერები, საბრძოლო იარაღი, რუკა და სხვა მემორიალური ნივთები დღეიდან ეროვნული მუზეუმის საკუთრებაა.