19 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
50-იან წლებში, საფრანგეთში ჩვენმა ანსამბლმა პირველ ქართველ ემიგრანტებს ჩაუტანა ის საქართველო, რომელიც მათ ენატრებოდათ - ნინო სუხიშვილი

"სუხიშვილების" მმართველი დირექტორი ნინო სუხიშვილი იხსენებს ემოციურ შეხვედრას საფრანგეთში, "სუხიშვილების" ანსაბლსა და ქართველ ემიგრანტებს შორის, რომელთაც სამშობლო 1920-იან წლებში დატოვეს. 

"ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა, მოხერხდა და გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი ჩამოაბრძანეს და მიაბარებენ ხვალ ქართულ მიწას, რადგან ამ ადამიანის ოცნება იყო, რომ ის დაბრუნებულიყო საქართველოში.

სხვათა შორის, 50-იან წლებში, როდესაც ჩვენი დასი პირველად აღმოჩნდა საფრანგეთში და შეხვდა იმ პირველ ემიგრანტებს, რომლებიც 20-იან წლებში წავიდნენ საქართველოდან, ეს იყო ემოციური შეხვედრა, რადგან მაშინ ჩვენმა ანსაბლმა მათ ჩაუტანეს ის საქართველო, რომელიც მათ ენატრებოდათ, არანორმალურად უყვარდათ და არ კარგავდნენ იმედს, რომ დაბრუნდებოდნენ ოდესმე ამ ქვეყანაში, ცოცხლები თუ სიკვდილის შემდეგ. მიხარია, რომ უმეტესობამ მოახერხა ეს დაბრუნება,"-განაცხადა ნინო სუხიშვილმა. 

დღის ამბები