03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
"პრეზიდენტის მიჯირყვნა გახლავთ ძალიან სერიოზული საშინაო დავალება ახალგაზრდა პრემიერისთვის,"-სოსო ცისკარიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი საგაზეთო ინტერვიუში პრეზიდენტთან უთანხმოების საკითხებს შეეხო, რასაც ექსპერტები გამოეხმაურნენ.

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა პრემიერისთვის პრეზიდენტის „მიჯირყვნა“ სერიოზული „საშინაო დავალებაა.“

„თემა პრეზიდნეტის მიჯირყვნისა, გახლავთ ძალიან სერიოზული საშინაო დავალება ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრისთვის. სხვა შემთხვევეაში მას შეიძლებოდა გამოყოლოდა საშემოდგომო გამოცდა, ან საერთოდ გარიცხული ყოფილიყო სკოლიდან. რომ იყოს დაპირისპირება პრეზიდენთან, პოლიტიკოსისთვის, არც ასავალია და არც დასავლი, ეს გახლავთ ჩიხი“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი ერთსქესიანთა ქორწინების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ყველფერს გააკეთებს, რათა კონსტიტუციურად დაკანონდეს, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამკაცის ერთობაა.

მის ამ განცხადებას აკრიტიკებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

„ეს არის პოპულისტური განცხადება  და ამით ის ფაქტობრივად მოუწოდებს ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ დაიცვან უმცირესობების უფლებები. ის ცდილობს, რომ მეტი ამომრჩეველის ყურადღება მიიქციოს,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება, არის ადამიანის ეფლებების დაცვის თვალსაზრისით უკანგადადგმული ნაბიჯი.

„ის ამ ინიციატივის დასაბუთებისას იყენებს ისეთ არგუმენტებს, რომლითაც ერთ სოციალურ ჯგუფს გარიყავს საზოგადოებიდან,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები