13 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
"სექსმონებს მენჯზე დაღს ადებდნენ" - ამერიკაში სექსკულტის სკანდალური საქმის სასამართლო ივნისშია დანიშნული

ამერიკელ მსახიობს ელისონ მაკს 30 ივნისს სექსუალური ტრეფიკინგის და ძალის გამოყენებით ქალების პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებით გაასამართლებენ. 

მსახიობი FBI-მ 2018 წელს დააკავა. საქმეს სამი წლის განმავლობაში განიხილავდნენ და პროცესი 2021 წლის ივნისში ჩაინიშნა. გამოძიების მასალების თანახმად, ელისონ მაკი შანტაჟის გზით ახერხებდა მსხვერპლთა კულტში გაწევრიანებას და მათ ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერთან, კეით რეინერთან სექსუალური აქტის დამყარებას აიძულებდა.

ელისონ მაკი

ელისონს საბოლოო ბრალი 2019 წელს წაეყენა, რომელიც ბანდიტურ ორგანიზაციაში ჩართულობას და სხვადასხვა სახის შეთქმულებების მოწყობას გულისხმობს.

სკანდალური სექს-კულტი NXIVM 2000-იანი წლების დასაწყისში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლებოდა მეტი ადამიანი ჩაერთოთ სექსუალურ ტრეფიკინგსა და იძულებით შრომაში, ეს ყველაფერი კი მოტყუების გზით ხდებოდა. მისი ლიდერი, 60 წლის კეიტ რეინერი ამერიკის მოქალაქეა, ელისონ მაკის მსგავსად, ისიც  2018 წელს დააკავეს. 

ორგანიზაციის ლიდერი, წლების განმავლობაში, ასეულობით ადამიანზე ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად."შიშველი "სექსმონები" იატაკზე ისხდნენ და ლექციას ისმენდნენ"- ეს მხოლოდ ერთი ფრაზაა იმ მრავალთაგანიდან, რომელიც საქმის სკანდალურ სასამართლოზე გაისმა. სისტემა საკმაოდ კარგად ჰქონდა შემუშავებული. შენიღბვის მეთოდებიც ეფექტურად მუშაობდა. "კომპანია", რომელიც რეალურად უდიდეს დანაშაულს ფარავდა 16000 ადამიანისგან შედგებოდა და ფილიალები ჰქონდა აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში.

კეიტ რეინერი

კულტის ლიდერის არაჰუმანურობა ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა. იგი ატარებდა "ცერემონიებს", სადაც ათობით ქალს მენჯის ძვალთან სპეციალურ სიმბოლოს ადებდა, რომელიც რეინერს, მთავარ ბრალდებულს ეკუთვნოდა. ეს პროცესი კამერებზე იღბეჭდებოდა და დაღდასმული ქალები კეიტ რეინერის დაბადების დღის საიდუმლო წვეულებაზე იძულებით იკრიბებოდნენ, რასაც "ავანგარდული კვირა" ეწოდებოდა.
ერთ-ერთი მსხვერპლი ინტერვიუში ამბობს, რომ ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში აუპატიურებდა მას ბრალდებული. მსხვერპლი და მისი დები რეინერისგან დაორსულდნენ კიდეც, ასევე, ძალადობრივი გზით აიძულეს, აბორტი გაეკეთებინათ. მისი მსხვერპლების უდიდესი ნაწილი არასრუწლოვნები იყვნენ. 

კეიტ რეინერს სასამართლომ 120 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები