19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
100 წლის შემდეგ დაბრუნებული ქართველი გენერალი - "ოცნებებით საქართველოში იყო, ასე მოლოდინში გალია დრო..." 

საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის ცხედარი დღეს მთაწმინდის მიწას მიაბარეს.

ჟურნალისტმა და მკვლევარმა ლეილა კვირიკაშვილმა, რომელიც წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და 1920-იანი წლებიდან ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების ცხოვრებას იკვლევს "დღის კურიერის" ეთერში გიორგი კვინიტაძის საფრანგეთში გატარებული წლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ გენერალს მუდმივად სჯეროდა, რომ საქართველოში დაბრუნდებოდა:

"მისი ოცნება იყო საქართველოში დაბრუნება. არც მუშაობდა, რომ შესთავაზეს პოლონეთში დაენიშნათ იქ საჯარისო ნაწილის ხელმძღვანელად უარი განაცხადა. სულ ფიქრობდა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაბრუნდებოდა. ძალიან პრაგმატიკოსი იყო, არ იყო ილუზიებს გამოკიდებული, მაგრამ ეს მისი ოცნება იყო რომ ოდესმე დაბრუნებულიყო, რაც სამწუხაროდ არ მოხერხდა და 1970 წელს გარდაიცვალა და შატოში დაკრძალეს. ის მომენტი, რომ მას საქართველოში დაკრძალვა უნდოდა წერილობით დოკუმენტი არ არსებობს, მაგრამ მისი ქალიშვილი ნანო, რომელიც 100 წლის ასაკში გარდაიცვალა შარშან, ამბობდა, რომ მას პირადად უთხრა. შვილიშვილებიც მონდომებული იყვნენ და ძალიან კარგია, რომ წელს ეს მოხერხდა და დაუბრუნდა საქართველოს 100 წლის მერე გიორგი კვინიტაძე. კარჩაკეტილი ცხოვრება ჰქონდა, ხშირად იჯდა, ფიქრობდა და ოცნებებით საქართველოში იყო, ასე მოლოდინში გალია დრო," - ამბობს ლეილა კვირიკაშვილი.

დღის ამბები