03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშებზე 23 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 23 ნახევარი მილიონი ლარია მოგროვილი.

ფონდში ფული ბოლო ორი კვირის განმავლობაში კერძო პირებისგან და ბიზნესსექტორიდან გადაირიცხა, ასევე გადაიტანეს საბიუჯეტო თანხები.

როგორ დახარჯავენ თანხას, მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. დაზარალებულთათვის შეგროვებული თანხის გადანაწილება საკრებულოს სხდომაზე ხვალ განხილვის მთავარი თემა იქნება.

ოფიციალური მონაცემებით სტიქიით მიყენებული ზიანი 100 მილიონ ლარზე მეტია. ამ დროისთვის ხელისუფლებას სტიქიის შედეგების სრულად ლიკვიდაციისთვის დამატებით 75 მილიონი ლარი სჭირდება.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, გოგიტა მაღლაკელიძე. 

დღის ამბები