კინორეჟისორი, საქართველოს პირველი ელჩი ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძე იმ დღეს იხსენებს, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ თავისი ცნობილი ფრაზა თქვა - "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი".
"ძალიან კარგად მახსოვს ეგ მომენტი, ის დღე, ის ღამე, როდესაც ზურამ გამიზიარა ყველაფერი, რა უნდა თქვას იმ დღეს. ისეთი კვიმატი და საინტერესო პიროვნება იყო, რომ ეს დამალა, არ მითხრა. ყველაფერი მომიყვა - რას ილაპარაკებს, როგორ, მეც გავუზიარე, რას ვილაპარაკებდი, მთელი ღამე ერთად გავატარეთ ამ საუბარში. დილას ყველაფერი ის თქვა, რასაც მე მეუბნებოდა და უცებ, ჯერ ქართულად თქვა, "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" და მერე თქვა ინგლისურად, რამაც მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმდენად დიდი, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი რომ გახსნეს ევროპის საბჭოს წინ, ეს სიტყვებია ამოტვიფრული,"-განაცხადა ლანა ღოღობერიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობის დროს.