18 მაისი 2024,   12:16
ვრცლად
რუსეთის რამდენიმე რეგიონში შინაურ ცხოველებს კორონავირუსზე ცრიან

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის რამდენიმე რეგიონში ვეტერინარულ კლინიკებში კორონავირუსის წინააღმდეგ შინაური ცხოველების ვაქცინაცია დაიწყო.

მარტში რუსეთში განაცხადეს, რომ მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო უპრეცედენტო ვაქცინა დაარეგისტრირეს ცხოველებისთვის, სახელად Carnivac-Cov.

რუსული მედიის ცნობით, Carnivac-Cov​-ი  ცხოველთა ჯანმრთელობის ფედერალური ცენტრის მიერ შეიქმნა.

"კორონავირუსის ანტისხეულები​ ვაქცინირებული ცხოველების 100%-ს განუვითარდა,"- განაცხადა რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე სავენკოვმა.

წყარო: dailymail

 

დღის ამბები