03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
საფრთხე ისლამური სახელმწიფოსგან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელისუფლო გეგმები

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი მეთოთხმეტეა საქართველოდან წასულებს შორის, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. პანკისელი ახალგაზრდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა.

საქართველოს მოქალაქეების ისლამური სახელმწიფოს რიგებში ყოფნას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში ახალგაზრდების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიდის.

ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მომდინარე საფრთხის თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს არასკმარისად მიიჩნევს ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი გეგა მგალობლიშვილი. იგი აცხადებს, რომ თბილისმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს კოალიციასთან, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ შეიქმნა.

კოალიციის პასუხი უცნობია, თუმცა ალიანსი საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გენშტაბს ტერორიზმთან ბრძოლის რამდენიმე გეგმა გააჩნია.

ავტორები: დავით კაკულია, რამაზ უთრუგაშვილი, ეკა ბუცხრიკიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები