18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
მდინარე ​ნიგერში მგზავრებით სავსე გემი ჩაიძირა - ბორტზე 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა

მდინარე ​ნიგერში მგზავრებით სავსე გემი ჩაიძირა - ბორტზე 200-მდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებმა 40-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია 5 ცხედარი.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ბორტზე ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა სახელდება. ხომალდი 80 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი.

დღის ამბები