03 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
წყნეთის ქუჩაზე სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსის მოსახლეობა ამ დრომდე ითხოვს ყურადრებას. წყნეთის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრებლები შენობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვანას ელოდებიან.

ადგილობრივები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ 13 ივნისის ღამეს მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ერთ-ერთი მეზობლის ავტოფარეხი დაანგრია. მეპატრონის განცხადებით მას შემდეგ ზარლის აღწერა არ მომხდარა და წყნეთის ქუჩაზე არც მერიის წარმომადგენლები მისულან.

მის მსგავსად, მუნიციპალიტეტთან პრეტენზიები წყნეთის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრებ სხვა პირებსაც აქვთ.

დაზარალებულები ადგილზე მერიის წარმომადგენლების მისვლას და ზარალის დათვლას ითხოვენ.

მერიაში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან და ზარალიც აღრიცხულია. მათი ინფორმაციით, წყნეთის 13 ნომერში მდებარე კორპუსს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პრობლემები არ აქვს.

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ვაჩე გოგოლაშვილი, დათო მაისურაძე. 

დღის ამბები