19 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"არ გვჭირდება არავინ ამ ბრძოლაში, პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას არ ვცნობთ ქმედითად ამ ამბავში" - ვარლამ გოლეთიანი

მოძრაობის ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა "დღის კურიერის" ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ თანამშრომლობენ და პროტესტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ამის შესახებ გაცხადებული პოზიცია აქვთ. 

"ჩვენ გაცხადებული პოზიცია გვაქვს პარტიებთან ურთიერთობაში. იცით თქვენ, რომ არავისთან არ ვთანამშრომლობთ და არც გვჭირდება არავინ ზოგადად ამ ბრძოლაში. პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას არ ვცნობთ ქმედითად ამ ამბავში.

ამიტომ, ყველასთან ერთი და იგივე პასუხი გვაქვს. ყოფილან აქ სხვადასხვა პოლიტიკოსები და არ გავიქეცით აქედან და არ დავემალებით ადამიანებს, ვინც მოდიან გამოლაპარაკების დონეზე, ყველას ველაპარაკებით. არ ვიმალებით არსად. ვის აწყობს, ეს მეორე საკითხია, აქედან შექმნას ამბავი, რომ რაღაც კავშირში ვართ ვინმესთან,“ - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი. 

დღის ამბები