დუისის პოლიციაში პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი გამოკითხეს.
თემურ ცათიაშვილის საქმით სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მან ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა, რომ ემუქრებიან.
თემურ ცათიაშვილი, მუქარაში ხეობის გავლენიან პირებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ, თუ კიდევ მიიღებდა მონაწილეობს მსგავს აქციებში.