ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი აგრარული პროფესიული განათლებისა და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას, ასევე სხვა საგანმანათლებლო სერვისების დანერგვას ითვალისწინებს. ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში სწავლის მსურველები პირველი სექტემბრიდან შეძლებენ დაეუფლონ მეხილეობას, დეკორატიული მცენარეების მოვლა-წარმოებასა და მეფუტკრეობას.