1 ივნისიდან თბილისის მოსახლეობაც გაზის იმავე საფასურს გადაიხდის, რასაც საქართველოს რეგიონები იხდიან.
ერთ კუბურ მეტრზე 54 თეთრი, 46-ის ნაცვლად - რის საფუძველზე მიიღო ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება და როგორ იმოქმედა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გაზის ფასზე.
"თბილისი ენერჯი" აცხადებს, რომ 34 თეთრად შეძენილ ბუნებრივ აირს 26 თეთრად ყიდის.
გამოხმაურებები ცალსახად ნეგატიურია, თუმცა უკვე მოცემულობაა, რომ თბილისის მცხოვრებთათვის ბუნებრივი აირის კომუნალური ხარჯი მოიმატებს და ეს გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის ბოლომდე იქნება.