28 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
თელავში ავტომანქანა ხეს შეეჯახა - მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა ბიჭი

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ახალგაზრდა ბიჭი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ  ჯუღაანში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა ავტომანქანის მძღოლი. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები