19 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ოპოზიციონერი ბელარუსი ჟურნალისტის დაკავების საქმე გაეროს უშიშროების სხდომაზე განიხილეს

"რაინეარის" რეისი, რომელიც საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა, უკვე გაერო-ს უშიშროების სხდომის განხილვის თემაა.

ევროპელი ლიდერები მოითხოვენ ათენი-ვილნიუსის რეისის სკანდალი სამოქალაქო ავიაციიის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოძიოს. საჰაერო მეკობრეობის უპრეცენდენტო ფაქტი, გაეროს ონლაინსხდომაზე ელჩებმა ევროპის უსაფრთხოებაზე თავდასხმად შეაფასეს.

რაც შეეხება ლუკაშენკოს, ის რიტორიკას არ ცვლის და ევროპას მინსკის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წამოწყებასა და წითელი ხაზების გადაკვეთაში ადანაშაულებს.

ბელარუსში ყველაზე პოპულარული მედიარესურსი NEXTA, ლუკაშენკოს ხელისუფლების დევნის გამო, უკვე მეორე წელია, ვარშავას აფარებს თავს. "რაინეარის" ბორტიდან დაკავებული რომან პროტასევიჩი NEXTA-ს მთავარი რედაქტორი იყო. 

დაკავებული ჟურნალისტის დედა, ნატალია პროტასევიჩი საზოგადოებას მოუწოდებს, დაეხმარონ შვილის გადარჩენაში, მამა კი აცხადებს, რომ საქმეში საერთაშორისო სამართლებლივი მექანიზმები უნდა ჩაერთოს.

სტეფან პუტილო, პორტალი "Nexta-ს" დამფუძნებელი აცხადებს, რომ კარგია საერთაშორისო გამოხმაურებები და მკვეთრი რეაქცია.​ მისი თქმით, ლუკაშენკო მსგავს გამოხმაურებას არ ელოდა.

დღის ამბები