19 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ იქნებოდა პროვოკაცია, ამის თავიდან აცილების მიზნით სამუშაოებს მინიმუმამდე დავიყვანდით - "ენკას" დირექტორი

კომპანია "ენკას" დირექტორის მერაბ ლომინაძის განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოებს მინიმუმამდე დაიყვანდნენ

"ჩვენი მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მინიმუმამდე დავიყვანდით მუშაობას და ასეც მოვიქეცით. ეს იყო სწორედ იმის მიზეზი, რომ დღეს ჩვენმა ტექნიკამ ხეობაში პრაქტიკულად არ იმოძრავა. 

სანამ არ მოხდება სიტუაციის განმუხტვა, ვეცდებით სამუშაოების ეს დონე დავიჭიროთ, რადგან ამ სიტუაციაში ჩვენთვის მხარე არ არსებობს, ეს არის ყველას პროექტი და ჩვენ ვცდილობთ ყველა მხარე ჩავერთოთ საგნობრივ დისკუსიაში,"- აცხადებს "ენკას" დირექტორი მერაბ ლომინაძე. 

დღის ამბები