19 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
რაც ხეობაში გუშინ ხდებოდა, ამას ყოველდღიური სახე ექნება და უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება ყოველდღიურად - ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში გაიმართება. რვა აქტივისტი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. სოფელ გუმათში ახლა სიმშვიდეა. დაძაბული ღამის შემდეგ აქცია "ენკას" ოფისთან იმართება.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ტერიტორიაზე აქციები პერმანენტულად გაიმართება. 

"ჩვენ ვფიქრობდით დღეს გადასვლას უშუალოდ ტვიშის მხარეზე, ანუ შემოვლითი გზით წავსულიყავით ტვიშში და იქ გვქონდა რაღაც აქტივობები დაგეგმილი, მაგრამ იმის გამო, რომ დააკავეს ჩვენი 8 თანამებრძოლი, გადაიდო ეს პროცესი.

რაც გუშინ ხდებოდა ხეობაში, ამას ექნება ყოველდღიური სახე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება იქ ყოველდღიურად. ეს არ გაჩერდება იქამდე, ვიდრე არ მოვიპოვებთ ჩვენს კანონიერ უფლებას გადაადგილებისას და არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები,"- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

დღის ამბები