"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
ისინი მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება სავარაუდო კორუფციის საქმიანობაზე, რომელიც გაზის ტარიფის 15%-იან ზრდას უკავშირდება.
მათი თქმით, ის, რომ ტარიფის ზრდა სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული, სიმართლეს არ შეესაბამება და სახეზეა კორუფციული გარიგება.
მათივე განცხადებით, პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერედეს ამ კორუფციული სქემით, რადგან ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას ემსახურება.
"თბილისი ენერჯი", რომელიც აწარმოებს თბილისის გაზის მომარაგებას, არაფორმალურ საკუთრებაში კახი კალაძეს ეკუთვნის, მაგრამ მაგრამ ის ფორმალურად არის გაფორმებული ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიაზე, ხოლო ფული მიედინება მაღალჩინოსნების და და "ქართული ოცნების" შავ ყულაბაში. ამ პირამიდული სქემის სათავეში არის დედაქალაქის მერი და მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება კახი კალაძის სავარაუდო კოროფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით,"- აცხადებენ "ლეიბორისტულ პარტიაში.