28 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.44 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2779 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.98 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9922 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 მაისიდან შევა ძალაში.